მაინინგის ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით ლაოსის ბიუჯეტი 20%-ით გაიზრდება

0
939

ლაოსის მთავრობის ბიუჯეტი 2022 წლისთვის კრიპტო მაინერებისგან 194 მილიონ დოლარს მიიღებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონმდებლები გეგმავენ დამატებითი შემოსავლის გამოყენებას პრიორიტეტული პროგრამებისთვის, მათ შორის ეროვნული ვალის გადახდასა და პანდემიაზე რეაგირებისთვის.

ლაოსის მთავრობის საპილოტე პროექტი კრიპტოვალუტის მაინინგისა და ვაჭრობის შესასწავლად, სავარაუდოდ, მოიტანს დაახლოებით 194 მილიონ აშშ დოლარს ქვეყნის მთლიანი შიდა შემოსავლისთვის, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

მალაიზიური საინფორმაციო გამოშვების The Star-ის თანახმად, ლაოსის მთავრობა ჩინეთის ხელისუფლების საპირისპიროდ ცდილობს, რომ მაინინგის ბიზნესს განვითარების საშუალება მისცეს. ორი თვის წინ ოფიციალურად დამტკიცდა საჯარო და კერძო მაინინგის საპილოტე პროგრამები.

სექტემბერში დამტკიცებული საჯარო და კერძო მაინინგის საპილოტე პროგრამის წარმომადგენელ კომპანიებს შორისაა: Wap Data Technology Laos, Phongsubthavy Road and Bridge Construction-ი, Sisaket Construction Company Limited-ი, Boupha Road-Bridge Design Survey, Joint Development Bank და Phousy Group-ი.

მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტში მაინინგისგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი