კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1568

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი არასტაბილური იყო.

ბიტკოინი

11 იანვარს ბიტკოინის კურსი 3.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 3.236 დოლარია. თუკი ბიტკოინის ფასმა მოიმატა მაშინ შესაძლოა, კურსი 4.000 დოლარამდეც კი გაიზარდოს. ფასის ზრდის შემთხვევაში კი, 4.255 დოლარიც მოსალოდნელი კურსია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის შემცირების დროს არსებული პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

რიპლის ფასი ოდნავ შემცირებულია. მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 0.30 დოლარამდე დაეცეს. თუკი ალტკოინის ფასი ამ დონემდე დაეცემა მაშინ მომდევნო ფასის მაჩვენებელი 0.28 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ფასების მკცეთრ მატებას არ ვარაუდობენ. ტრეიდერებს კი პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასმა 116 დოლარის პოზიციის შენარჩუნება ვერ შეძლო.

თუკი ეთერიუმის ფასი 116 დოლარის ქვემოთ განაგრძობს სვლას ეს კიდევ ერთი ნეგატიური ნიშანი იქნება. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ფასი 100 დოლარზე აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი უკიდურესად შემცირდება მოსალოდნელი დონე 83 დოლარია.

ეს პროგნოზი შეიცვლება, თუ ეთერიუმის ფასი ზრდას დაიწყებს. კურსის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 134 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ექსპერტები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

11 იანვრიდან ბიტკოინ Cash-ის ფასი 141-სა და 121 დოლარს შორის მოძრაობდა. თუკი კრიპტოვალუტის ფასი მოიმატებს მოსალოდნელი დონე 177 დოლარი იქნება. ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში კი ალტკოინის კურსი 239 დოლარსაც კი მიაღწევს.

იმ შემთხვევაში, თუ ფასმა დაიკლო მოსალოდნელი დონეა ჯერ 121 შემდეგ კი 100 დოლარი.

აქედან გამომდინარე, ტრეიდერებს შეუძლიათ ივაჭრონ 141 დოლარს ზემოთ და ვაჭრობა 115 დოლარზე შეწყვიტონ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი 33 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ფასის ზრდის შემთხვევაში კურსმა შესაძლოა, 40 დოლარს მიაღწიოს.

თუმცა ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 29 დოლარია.

ანალიტიკოსები ფასის კლების დროს ვაჭრობას არ რეკომენდირებენ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ლაიტკოინის ფასის არასტაბილურობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი