უორენ ბაფეტი კრიპტო ინდუსტრიის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი

0
1286

”კრიპტოვალუტა არ არის ღირებული აქტივი”,-განაცხადა უორენ ბაფეტმა.

24 თებერვალს CNBC-სთან ინტერვიუს დროს მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი, უორენ ბაფეტი ბიტკოინის შესახებ საუბრობდა.

გადაცემაში ასევე მონაწილეობდა Tron-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯასტინ სანი. უნდა აღინიშნოს, რომ ის ციფრული ვალუტის ინდუსტრიის დიდი ხნის გულშემატკივარია.

2019 წლის მაისში უორენ ბაფეტი და ჯასტინ სანი მონაწილეობას იღებდნენ სან-ფრანცისკოს მიუსაფარი ადამიანებისთვის შექმნილი საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებაში.

მაშინ ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ უორენ ბაფეტთან კრიპტო ინვესტიციების საკითხს განიხილავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაფეტი ცნობილია ბიტკოინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა კომპანიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა ბიტკოინის მიმართ. მან განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა არსებობას ცუდად დაამთავრებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი