Huobi Token-ი იაპონიაში ოფიციალურად იწყებს მუშაობას

0
1232

Huobi Token-ი პირველი საერთაშორისო ტოკენის ბირჟა გახდა, რომელიც იაპონიაში ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას. ეს კი იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში რეგულაციის სისტემა სულ უფრო და უფრო მკაცრდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური სერვისების სააგენტომ Huobi Token-ს განიხილავს, როგორც კრიპტო სავაჭრო კომპანიას.

ამ ეტაპზე ისიც გახდა ცნობილი, რომ მაისიდან Huobi Token-ს მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული აქტივების ბაზარზე შეეძლება გასვლა.

რამდენიმე დღის წინ იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციამ თვითრეგულირების სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასოციაცია ქვეყნის ფინანსური ინსტრუმენტების და ვაჭრობის აქტის გადასინჯვას მოითხოვს. აქტი იაპონიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და როგორც ცნობილია, პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ასოციაციამ გამოაქვეყნა წესები, ელექტრონული ჩანაწერის გადაცემის უფლებებისა და მომხმარებლის აქტივების მართვის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაცია ციფრული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო განმარტებას მოითხოვს.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი უსაფრთხოების საკითხსაც. მომხმარებელთა დაცვა და თაღლითური საქმიანობის რისკის შემცირება არის ასოციაციის ძირითადი მოთხოვნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი