კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1311

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

ბიტკოინი

ბიტკოინმა 10 ივნისს 10,000 აშშ დოლარის დონეს მიაღწია, მაგრამ კურსის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მომდევნო დღეს ფასი 9.800 დოლარის ფარგლებში აღმოჩნდა. თუმცა ამის შემდეგ ბიტკოინის ფასმა კლება განაგრძო.

ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, რომ კურსი 10.000-სა და 10.500 დოლარს შორის დაიწყებდა მოძრაობას. თუმცა კვირა საღამოს ბიტკოინის კურსი 9.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

კურსის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 9.117 დოლარამდე დაეცეს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა კლების ტენდენციას დააფიქსირებს მომდევნო დონე 9.078-სა და 8.130 დოლარს შორის იქნება.

მეორე მხრივ, თუკი ბიტკოინი პოზიციებს დაიბრუნებს სამიზნე დონე კვლავ 10.000 დოლარი იქნება.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსმა დაიკლო. 11 ივნისს ალტკოინი 247 დოლარის დონეს ჩამოსცდა. კვირას ეთერიუმის ფასის ნიშნული 235 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე პროგნოზს ვერ აკეთებენ, რადგან თანაბრად მოსალოდნელია ეთერიუმის ფასის როგორც ზრდა ასევე, კლება.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსი მოიმატებს მოსალოდნელი დონე კვლავ 240 დოლარი იქნება. ფასის კლების შემთხვევაში კი შესაძლოა, ეთერიუმი 235 დოლარზე დაბლა მოექცეს.

რიპლი

ალტკოინის ფასი 0.20 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

კურსის კლების შემთხვევაში შესაძლოა, რიპლის ფასმა 0.14-სა და 0.16 დოლარს შორის იმერყეოს.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი გაიზარდა მომდევნო დონე 0.23-დან 0.27 დოლარამდე იქნება.

ანალიტიკოსები ვაჭრობას მაშინ რეკომენდირებენ, როდესაც ფასი 0.24 დოლარზე გამყარდება.

ბიტკოინ Cash-ი

ალტკოინმა 255 დოლარზე ფასის შენარჩუნება ვერ შეძლო. 14 ივნისს ციფრული ვალუტის კურსი 238 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 217 დოლარამდე დაეცემა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ი ფასის ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს სამიზნე ღირებულება კვლავ 255 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

14 ივნისს ლაიტკოინის დონე 44 დოლარს შეადგენდა.

ფასის ზრდის შემთხვევაში მომდევნო დონე 51 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტამ კურსი კიდევ უფრო გააუმჯობესა მაშინ მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ღირებულებამ 60 დოლარს მიაღწიოს.

თუმცა ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ლაიტკოინის ღირებულება 39 დოლარამდე შემცირდება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი