Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის ცენტრალურ ბანკს კრიპტოვალუტის შექმნისკენ მოუწოდებს

0
1363

Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჩინეთს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებით შეუძლია Facebook-ს ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს.

18 ივლისს იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რენ ზენგფეი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია შექმნას ციფრული ვალუტა და ჰქონდეს იგივე შესაძლებლობები, რაც Libra-ს ექნება.

“ჩინეთს ასევე შეუძლია ამგვარი ვალუტის შექმნა. რატომ უნდა ველოდოთ სხვებს? სახელმწიფოს ყოველთვის უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ინტერნეტ კომპანიას”,- განაცხადა Huawei-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცოტა ხნის წინ ჩინურმა მედია საშუალებამ, South China Morning Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობდა.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, Facebook-ის ციფრული ვალუტის საპირისპიროდ ბანკი თავის კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავდა.

როგორც ცენტრალური ბანკი აცხადებდა, სოციალური ქსელის კრიპტოვალუტამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას. აქედან გამომდინარე, ბანკი ვალდებული იყო შესაბამისი ზომები მიეღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი