გერმანიის მოქალაქეთა 71% Libra-ს სკეპტიკურად უყურებს

0
1715

გერმანიის მოქალაქეთა 71% სკეპტიკურად უყურებს Facebook-ის კრიპტოვალუტას. კვლევის მიხედვით, გამოკითხული გერმანელების 17% ამბობს, რომ Libra-ს სტაბილურობაში არ არის დარწმუნებული.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 52%-მა ასევე აღნიშნა, რომ Facebook-ის გავლენა საზოგადოებაში დღეს უკვე პრობლემატურია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ი არის არაპოპულარული კომპანია გერმანიაში.

გამოკითხულთა მხოლოდ 15%-ს არ აქვს Libra-ს შესახებ პასუხი. 7% კი ფიქრობს, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა პრობლემებს არ შექმნის.

კითხვაზე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებში ვის ენდობა მომხმარებელი, მხოლოდ 4%-მა განაცხადა, რომ ისეთ მსხვილ კომპანიებს ენდობიან, როგორიც Facebook-ი, Apple ან Amazon-ი.

დაახლოებით 64% კი აცხადებს, რომ ცენტრალურ ბანკს ენდობა.

რაც შეეხება Facebook-ის მომხმარებლებს: გამოკითხულთა 68% სკეპტიკურად არის განწყობილი Libra-ს მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ 14% მიესალმება კრიპტოვალუტის განვითარებას. 18%-ს კი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი