გერმანიის პარლამენტი Blockchain სტრატეგიაზე მსჯელობს

0
1580

გერმანიის პარლამენტის წევრების მოსაზრებით ქვეყნის Blockchain სტრატეგია უნდა შეიცავდეს სათანადო სამართლებრივ სტურქტურას კრიპტოვალუტის სავაჭრო და საგადასახადო კუთხით.

ამასთანავე, შემუშავებულმა სამართლებრივმა სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს სექტორის განვითარებას.

წინადადება წამოაყენა საფინანსო კომიტეტის სპიკერმა ანჟეი ტილმანმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სპიკერის ამ მოსაზრებას პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ეთანხმება.

როგორც გაირკვა, სრულიად შესაძლებელია, რომ Blockchain ტექნოლოგიის შესახებ პარლამენტში დებატები მოეწყოს. უფრო მეტიც, დეპუტატებს ის აზრი აქვთ, რომ გერმანია Blockchain ცენტრად გადააქციონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საფინანსო კომიტეტის სპიკერი დაგეგმილ გამოსვლაში ქვეყანაში Blockchain განვითარების არსებულ მდგომარეობასაც შეეხება. ანჟეო ტილმანი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანია Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების რეგულირებაზე მუშაობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების რეგულირების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი