ნორვეგიის ერთ-ერთ აეროპორტში ბიტკოინის გადახდის აპარატი დამონტაჟდება

0
1542

ბიტკოინის გადახდის აპარატი ნორვეგიის აეროპორტში დამონტაჯდება. ეს ინიციატივა კი ავიაკომპანია Norwegian Air-ს ეკუთვნის. ტერმინალის დამონტაჟება კი მას შედეგ მოხდება, რაც კომპანიის თანადამფუძნებელი საკუთარ კრიპტოვალუტის ბირჟას გახნის.

ადგილობრივი გაზეთის Dagens Næringliviv-ის ცნობით, აგვისტოს თვეში კრიპტოვალუტის ბირჟა, NBX-ის ვაჭრობას დაიწყებს.

“პირველ რიგში ბირჟა დაფუძნდება. შემდეგ კი ავიაკომპანიის მომხმარებლებს ბილეთების შეძენა ციფრული ვალუტით შეეძლებათ”,- განაცხადა ავიაკომპანიის თანადამფუძნებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიის ავიაკომპანიის ინიციატივა, რომ აეროპორტში კრიპტოვალუტის გადახდის აპარატი დამონტაჟდეს პირველი არ არის.

ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გახდა ცნობილი, რომ ავსტრალიის ბრაისბენის აეროპორტში კრიპტოვალუტის ტერმინალი იმუშავებდა.

ციფრული ვალუტების მზარდი პოპულარობა კომპანიისთვის მესიჯი იყო, რათა ტერმინალის გამოყენებით კრიპტოვალუტის ინვესტორები მოეზიდა. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების გენერალური მენეჯერი როელ ჰელმონსი აცხადებდა:

“მთელი მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანი ახორციელებს ინვესტიციას კრიპტოვალუტაში, ამ ადამიანთა უმეტესობა კი ხშირად მოგზაურობს. ამიტომ ამ ყველაფერმა გვაფიქრებინა, რომ ჩვენი მომხმარებლისათვის შეგვეთავაზებინა ციფრული ვალუტის ტერმინალი”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი