Globant-მა 500.000 დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა

0
1173

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მონაცემები ცხადყოფს, რომ მსხვილი IT კონგლომერატი Globant-ი უკანასკნელი დიდი კომპანიაა, რომელმაც ინვესტიცია ბიტკოინში განახორციელა.

კომპანიამ კრიპტოვალუტების შესყიდვის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა.

”2021 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ საერთო ჯამში 500.000 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა”,- ნათქვამია Globant-ის განცხადებაში.

კომპანიის კრიპტო ინვესტიციები და ხარჯები ჩამოთვლილი იყო მის არამატერიალურ აქტივებში, ლიცენზიების, კლიენტებთან ურთიერთობის, მომხმარებელთან კონტრაქტებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული არაკონკურენტული ხელშეკრულებების პარალელურად.

Globant-ის განცხადებით, ბიტკოინი არის არამატერიალური აქტივი, რადგან მას არ აქვს ფიზიკური ფორმა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას არანაირი ზღვარი არ გააჩნია.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ციფრული ვალუტით მოგების აღიარება არ მოხდება მანამდე, სანამ ისინი არ გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ Globant-ი არის IT და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია, რომელიც 2003 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად ლათინურ ამერიკაში მუშაობს, მაგრამ ასევე აქვს ოფისები გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი