21 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1327

2019 წელს ბიტკოინის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 21 ივნისს დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 9.800 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ანალიტიკოსები არაერთხელ ამბობდნენ, რომ ფასი 10.000 დოლარამდე გაიზრდებოდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.824 დოლარს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 5.35%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის უმაღლესი ფასის ნიშნული 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც ფასი 20.000 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი დღის განმავლობაში 6.60%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი 286 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, ბაზარზე ბიტკოინის დომინანტურობა 57.7%-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი