New York Times-ი იუწყება, რომ Facebook-ი სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერით საკუთარი ციფრულ ვალუტის გამოშვების საკითხზე მუშაობას განაგრძობს.
New York Times-ის რეპორტიორის განცხადებით, ცნობილია, რომ Facebook-ი ცდილობს 1 მილიარდი დოლარი დახარჯოს კრიპტოვალუტის პროექტის განსახორციელებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ Blockchain პროექტების დიდი ნაწილი დეცენტრალიზაციის პრინციპზეა აგებული ინვესტორებს შეუძლიათ Facebook-ს დახმარება გაუწიონ. სავარაუდოდ, პროექტი იქნება მეტად დეცენტრალიზებული და Facebook-ის მიერ ნაკლებად კონტროლირებადი.
აღსანიშნავია, რომ Facebook Coin-ის შექმნის შესახებ ხმები გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ეს საკითხი Bloomberg-ის პუბლიკაციაშიც მოხვდა.
Facebook Coin-თან დაკავშირებით ერთი თვის წინ ტეილორ და კემერონ უინკლევოსების კომენტარი გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ძმები აცხადებდნენ, რომ Facebook-ის კრიპტო პროექტი ინდუსტრიაზე დადებით გავლენას მოახდენდა.
ტყუპების თქმით, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ კრიპტოვალუტას, როგორც ინოვაციას უფრო მნიშვნელოვანი და გაცილებით დიდი განვითარება ექნება, ვიდრე ეს სოციალური ქსელების პლატფორმებს აქვთ.