23 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2894

23 აპრილის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ბაზარი კვალვ ზრდას განაგრძობს. უკვე ორი კვირა არის, რააც ბიტკოინი 9.000 დოლარის ნიშნულზე ასვლას ცდილობს.

ამჟამად, ბიტკოინი დაახლოებით, 8.840 დოლარი ღირს. 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის მატება მცირედიდ დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ეთერიუმი დაახლოებით, 636 დოლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.10%-ზე მეტით მოიმატა.

CoinMarketCap-ის მონაცემების პირველ ათეულში ბიტკოინ Cash-იც შედის. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინ Cash-მა ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით შეძლო კურსის გაზრდა. კრიპტოვალუტა 24 საათის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა.

ამჟამად, ბიტკოინ Cash-ის ფასი 1.400 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ BitPay-მ დღეს განაცხადა, რომ ბიტკოინ Cash-ის მიღებას დაეთანხმა. ამ ფაქტმა შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტაზე დადებითად იმოქმედა და ბიტკოინ Cash-ის კურსის ზრდას შეუწყო ხელი.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას: ამ ეტაპისთვის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 399 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ასეთ მაღალ ნიშნულზე კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 8 მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი