დიმიტრი პესკოვი: ციფრული ვალუტა დროებითი სტრატეგიაა

0
1455

რუსეთი ციფრულ ვალუტას მიიღებს, როგორც დროებით სტრატეგიას.

ანალიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ თუ რუსეთს სურდა მოწინავე პოზიციები ამ საკითხში მაშინ განვითარებისათვის ფეხის აწყობა ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა დაეწყო.

ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის აზრით, ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების საკითხებში, პირველი მოწინავე უპირატესობა ასევე იწვევს რიგ რისკებს ფინანსური სტაბილურობის მხრივ.

ახალი ამბების სამსახურის, RBC–ის ცნობით, პესკოვმა აღნიშნა, რომ სტაბილკოინის შემუშავებაში სწრაფი, რიგით მეორე სტრატეგია შეიძლება, იყოს უფრო ეფექტური ვიდრე ის, რომ რუსეთი მსოფლიოში პირველი მიმწოდებელი გახდეს:

”ფინანსური რისკი იმდენად დიდია, რომ მეჩვენება, დროებითი სტრატეგია ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე იყო პირველი. ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია ლიდერს და რა შეფერხებები შეექმნება მას”.

პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სტაბილკოინი, ციფრული რუბლი, შესაძლოა, სამიდან შვიდ წელიწადში რეალობად იქცეს, თუ განვითარება ახლავე დაიწყება.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ციფრული ვალუტის საკონსულტაციო ნაშრომი.

ამის შემდეგ, ანატოლი აქსაკოვმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტის მთავარმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა საპილოტე ფაზაში შევა 2021 წლის პირველ ნახევარში.

აქსაკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლის მომავალი ციფრული რუბლია და არა, უშუალოდ ბიტკოინი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი