აშშ-ს კონგრესი Libra-ს გამოშვებას კვლავ განიხილავს

0
1593

Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა. მარკ ცუკერბერგის გამოსვლა, რა თქმა უნდა, Libra-ს გამოშვებას ეხებოდა.

23 ოქტომბერს კონგრესის კანონმდებლებმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური კონკურენციის შესახებ ისაუბრეს.

კომიტეტისთვის მომზადებულ განცხადებებში, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ აშშ გლობალურ დონეზე დარჩეს ფინანსური ლიდერი.

“ჩინეთი სწრაფად ვითარდება. თუმცა ამერიკა დღეს ლიდერია და ის ყოველთვის ლიდერი იქნება, მაგრამ Libra ინოვაცია. თუკი აშშ ამას არ მიიღებს მაშინ ჩვენი ფინანსური ლიდერობა აღარ იქნება გარანტირებული”,- განაცხადა Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის Riksbank–ის ხელმძღვანელმა Facebook-ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა. შტეფან ინგვესის თქმით, Libra მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციისთვის მოემზადონ.

“Libra წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი კატალიზატორია. უნდა ვაღიაროთ, რომ, როდესაც Facebook-ის ციფრულ ვალუტაზე საუბარი დაიწყო ამან გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით იმ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ”,- აღნიშნა შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმღძვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი