დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა Diginex-ს მუშაობის უფლება მისცა

0
1422

გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა დაამტკიცა Diginex-ის მოთხოვნა, რათა კომპანია დარეგისტრირებულიყო, როგორც ელექტრონული საფულის მიმწოდებელი.

Diginex–ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ქცევის ორგანომ მწვანე შუქი მისცა კომპანიას, რათა გაერთიანებული სამეფოსთვის დამოუკიდებელი ციფრული ვალუტის საფულის შემქმნელად დარეგისტრირებულიყო.

Diginex-ი მიზნად ისახავს კორპორატიული და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის უსაფრთხო მომსახურებების მიწოდებას.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობ კუპერმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში ციფრულ ვალუტებზე მოთხოვნა გაცილებით გაზრდილია.

რამდენიმე დღის წინ ლონდონში დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის დროს ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილემ, ჯონ კანლიფმა ისაუბრა წარსულზე, ახლანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიამ ქაღალდის ფულის ციფრული ანალოგიით ჩანაცვლება დააჩქარა.

მისი თქმით, არასაბანკო აქტორების ვალუტის გამომუშავების ზრდასთან ერთად შესაძლოა, ციფრულ ფულზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი