ბრიტანელი პოლიტიკოსი: Blockchian-ი სოციალურ თავისუფლებას უზრუნველყოფს

0
2081

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ედი ჰიუჯესმა Blockchian-თან დაკავშირებით მოხსენება წარმოადგინა და მთავრობას ამ ტექნოლოგიის სარგებლობისკენ მოუწოდა.

ანგარიში, რამდენიმე საკვანძო საკითხია წარმოდგენილი და მოყვანილია ესტონეთის მაგალითი, იმის შესახებ, რომ თუ როგორ იყენებს ესტონეთის მთავრობა Blockchian-ს ბიუროკრატიის შესამცირებლად.

“სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს Blockchian-ს, რათა უზრუნველყოს სოციალური თავისუფლება, ეფექტურობის გაზრდა და საზოგადოებაში ნდობის აღდგენა”, – აღნიშნავს ედი ჰიუჯესი.

ჰიუჯესი იქვე აგრძელებს: “სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხელს შეუშლის, არამედ ისეთი ტექნოლოგია უნდა იქნას გამოყენებული, რომელიც ადამიანებს თავიანთი საქმიანობის შესრულებაში დაეხმარება”.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში Blockchian-ის პოტენციალს განიხილავს, ამ დრომდე ნათელი არ არის რა დოზით აინტერესებთ კანონმდებლებს დეცენტრალიზირებული ტექნოლოგია.

“მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის ციფრული ტექნოლოგიების სამსახური Blockchian და ლეჯერ ტექნოლოგიებს იკვლევს. იგეგმება, რომ Blockchian-ი ტესტირების რეჟიმში საჯარო სერვისების მიწოდებაში დაინერგოს”,-ნათქვამი იყო მარტის თვეში მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ედი ჰიუჯესი ირწმუნება, Blockchian-ის სამთავრობო სისტემაში დანერგვით დანახარჯები საგრძნობლად შემცირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი