კვიპროსი Blockchain-ის მარეგულირებელ წესებს წლის ბოლომდე შეიმუშავებს

0
1484

კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა, ჰარის ჯეორჯიადესმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიის რეგულირების პროექტი მზად წლის ბოლომდე იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება FinancialMirror-ი ავრცელებს.

სამინსტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Blockchain-ი ინტერნეტის მსგავსი ტექნოლოგიური რევოლუციაა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა დემეტრის სილოურისმა საკუთარი აზრი გამოთქვა და შეაფასა ტექნოლოგიის პოტენციალი:

“საზოგადოებრივ და კერძო სექტორში ამ ტექნოლოგიის დანერგვა რადიკალურად შეცვლის თანამედროვე საზოგადოებების სტრუქტურას, ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიიღეს დოკუმენტი, რომელიც დახმარებას ითხოვს რეგიონში ლეჯერ ტექნოლოგიის (DLT) გამოყენების ხელშეწყობაში.

დეკლარაციას ხელი მოაწერეს საფრანგეთმა, იტალიამ, კვიპროსმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა. დეკლრაცია ბრიუსელში ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრის დროს დამტკიცდა.

მონაწილე სახელმწიფოები განმარტავენ, რომ DLT-ს ერთმა ტიპმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას წარმოადგენს, შეიძლება ევროპის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი