ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კრიპტოვალუტებზე გლობალური რეგულაციის დაწესების მომხრეა

0
941

დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მასპინძლობდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი მზად იქნება შესთავაზოს სხვა ქვეყნებს ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და მმართველობას.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა გლობალური სტანდარტის დაწესება კრიპტოვალუტებსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე.

„ჩვენ ასევე ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ გლობალური ნორმები განვითარებადი ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა სოციალური მედია და კრიპტოვალუტები, რათა ისინი გამოიყენონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის დასარღვევად. ერთად მუშაობით, ჩვენ შევძლებთ, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოქალაქეების სურვილები და მისწაფებები”,- განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნარენდრა მოდის შენიშვნები აქტუალობას იძენს მას შემდეგ, რაც ინდოეთის მთავრობამ კანონპროექტის განსახილველად მზადება დაიწყო.

მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კანონის მიხედვით, შესაძლოა, ქვეყანაში კრიპტოვალუტები აიკრძალოს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ კანონმდებლობა მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის სექტორის რეგულირებას და არა აკრძალვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი