Dash-ის განახლება სატესტო ფაზაშია

0
1456

Dash Core Group-მა განაცხადა Dash პლატფორმის, ასევე DashPay სმარტფონის საფულის აპლიკაციისთვის ახალი განახლების გამოცემა.

“Dash–მა თავისი პლატფორმის v0.17 განახლებასთან დაკავშირებით სამუშაოები გადაიტანა სატესტო ფაზაში”,- ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში მედია აქტიურად წერდა, რომ Dash Core ჯგუფი ცდილობდა პლატფორმის წლის ბოლომდე განახლებას.

განცხადების ფარგლებში, Dash-მა გამოავლინა, რომ საცდელი გარემო ხუთჯერ აღემატება Evonet-ს, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად ეკუთვნის Dash Core Group-ს.

”ეს არის Dash პლატფორმის ყველაზე დიდი განვითარება და, შესაბამისად, ეს გამოშვება ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს Dash-ის გრძელვადიანი ხედვის რეალიზებაში”,- განაცხადა Dash-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, დანა ალიბრანდიმ.

განახლების გამოცხადებას წინ უძღვოდა შეცდომის გამოქვეყნება, რომელიც Dash-მა თავად გამოავლინა. კომპანიამ დააფიქსირა უსასრულო საკრედიტო მოპოვების დაუცველობა. V0.17-ის ტესტირებისას კომპანიამ განაცხადა, რომ V0.18-ის გამოცემა დღის წესრიგის შემდეგი საკითხია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი