სამხრეთ კორეა ციფრული ვალუტის შესახებ კანონში ცვლილებას შეიტანს

0
1162

სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტის შესახებ არსებულ კანონში შესწორების შეტანას გეგმავს.

სამხრეთ კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ცვლილებას, რომელიც საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონს ეხება.

ადგილობრივი გაზეთის E Daily–ს ცნობით, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანონში შესწორება ICO–თი მიღებულ მოგებასაც შეეხება.

ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ შესაძლოა, ბიტკოინს ეს ცვლილება არ შეეხოს.

”ჩვენ განვიხილავთ კაპიტალის მოგების გადასახადს ან სხვა საშემოსავლო გადასახადს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ მოგებაზე, ციფრული აქტივების გაცემისას”,- აღნიშნა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია ციფრული ვალუტის მოგების ოფიციალური სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჯერ არ არის განსაზღვრული კრიპტოვალუტის ოპერაციებში მიღებული მოგება მსგავსია თუ არა სხვა აქტივებისგან მიღებული მოგებისა, მაგალითად, როგორი აქტივებიც არის უმძრავი ქონება და აქციები.

მინისტრის თქმით, შემოთავაზებული ცვლილება მზად იქნება ივლისის თვისთვის და პარლამენტში წარდგენა 2020 წლის სექტემბერში მოხდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი