კრიპტოვალუტის საფულე და პლატფორმა Crypto.com-ი Google Pay-ს, როგორც გადახდის ვარიანტს Android-ის მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტების შესაძენად, ამატებს.
სავარაუდოდ, Google Pay-ს ჰყავს 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ კრიპტოვალუტა.
შემდეგ კვირას, როგორც კი ინტეგრაცია გააქტიურდება, მომხმარებლები, რომლებმაც დააყენეს თავიანთი Google Pay ანგარიშები საკრედიტო ან სადებეტო ბარათთან დასაკავშირებლად, შეძლებენ აირჩიონ გადახდის ვარიანტი Crypto.com-ს აპში. ბირჟა ვაჭრობს 250-ზე მეტი კრიპტოვალუტით, რომელიც 50 მილიონი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ გადახდის სისტემების ინტეგრაცია კრიპტოვალუტის საფულესა და ბირჟის პლატფორმებში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა.
Google Pay-მ 2022 წლის იანვარში დაასახელა კრიპტოვალუტის სივრცის შემდგომი შესწავლა, როდესაც PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი არნოლდ გოლდბერგი დაინიშნა გადახდების განყოფილების ხელმძღვანელად.
შეგახსენებთ, რომ იტალია არის ის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელმაც კომპანიას უფლება მისცა ქვეყანაში ოპერირების.
იტალიამდე იყო საბერძნეთში, სინგაპური და დუბაი.