Huobi-ს სავაჭრო პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა რუპიათი იქნება შესაძლებელი

0
1951

კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi, რომელიც ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობით მესამე ადგილზეა ინფოეთში მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმისა და Tether-ის რუპიათი ყიდვა იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ინფორმაციას Crypto News India ავრცელებს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, რომ ვუზრუნველვყოთ მომხმარებლებისათვის ინდივიდუალური აქტივების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შეთავაზება… ამიერიდან ყველა ინდოეთში რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება ექნება Huobi-ს ახალი სერვისით ისარგებლოს”,- აღნიშნულია Crypto News India-სთვის მიწერილ იმეილში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინფორმაციას ინდოეთში მცხოვრები და კრიპტო სივრცეში მოღვაწე ტრეიდერები ღიად არ ადასტურებენ.

თუმცა, კრიპტოვალუტის ბირჟის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ სულ მალე Huobi-ზე ვაჭრობა რუპიათიც შესაძლებელი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ Huobi-ს ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები ინდოეთში არსებულ ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კრიპტოვალუტის ბირჟის ეს ნაბიჯი ქვეყნის ცენტრალური ბანკისკენ არის მიმართული, რათა ბანკმა შეარბილოს მკაცრი ტონი, რომელიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი