რიპლის აღმასრულებელი დირექტორი: აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის მიმართ დადებითად არის განწყობილი

0
1732

რიპლის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გერლინგჰაუსი აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტაციისათვის სრულიად მისაღები იქნება.

ის ფაქტი, რომ კომპანიამ აქტივები ბიტკოინში გადაიტანა, ადმინისტაციის გულს მოიგებს, რომელიც იანვარში დაიკავებს ოვალურ ოფისს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ახალი მთავრობა მხარს უჭერს ციფრული ვალუტის განვითარებას.

ბრედ გერლინჰაუსმა Twitter-ზე გააკეთა განცხადება, რომ მომავალი პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება კლიმატის ცვლილების საკითხში, რაც მოითხოვს საჯაროდ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების მიერ სათბურის გაზების წარმოების საქმიანობის გამჟღავნებას.

როგორც კი ბაიდენი მიიღებს კუთვნილ პოზიციას ფედერალური კანონი სრული სიმკაცრით ამუშავდება.

ბრედ გერლინგჰაუსმა გაიხსენა ბაიდენის გაკეთებული განცხადებები, სადაც ხაზგასმითაა საუბარი გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენი აპირებს დაუბრუნდეს პარზის 2017 წლის შეთანხმებას, რომელიც ითვალსიწინებდა გამონაბოლქვს შემცირების ღონისძიებებსა და სხვა გარემოსდავით აქციებს, რომელზეც ტრამპმა თავის დროზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ის აზარალებდა ამერიკის ეკონომიკას.

ამ შემთხვევაში, კი რიპლის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ტრადიციულ ბაზართან განსხვავებით ციფრული ვალუტის სექტორი “ეკოლოგიურად” სუფთაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი