ConsenSys-მა ინსტიტუციური ინვესტორებისგან 65 მილიონი დოლარი შეაგროვა

0
1199

ცნობილმა Blockchain კომპანიამ, ConsenSys-მა 65 მილიონი დოლარი შეაგროვა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული დონაციით. დამფინანსებლებს შორის იყივენ: JPMorgan Chase-ი, Mastercard-ი და UBS-ი. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მკაფიო დადასტურებას იმისას, რომ ტრადიციული ფინანსები კრიპტო სივრცეში შედის.

საინვესტიციო რაუნდი დაეხმარება ConsenSys-ს გააფართოვოს Blockchain ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, რათა შეძლონ უფრო მეტი დენცეტრალიზებული ფინანსების მიღება, რისთვისაც მათ უნდა განავითარონ ეთერუმ პროგრამა – ვებ 3.0.

ერთი წლის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, ConsenSys-ი ახლა ყურადღებას ამახვილებს მეინსტრიმ ქსელის დაჩქარებაზე, რომელიც ითვლება ინტერნეტის ევოლუციის შემდეგ ფაზად. ძირითადი ფინანსური მოთამაშეების გარდა, დაფინანსების რაუნდში მოხვდნენ ისეთი Blockchain პროგრამაზე მომუშავე კომპანიები როგებიცაა, Protocol Labs-ი, Maker Foundation-ი და Alameda Research-ი.

ConsenSys–ის დამფუძნებელმა და ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, ჯოზეფ ლუბინმა განაცხადა, რომ დაფინანსების რაუნდმა გამოკვეთა „რევოლუციონერების“ მზარდი რაოდენობა, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი