რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახური კრიპტო ვაჭრობას აკვირდება

0
1047

რუსული საინფორმაციო სააგენტო, Regnum-ი ბოლოდროინდელ პოდკასტებში აშუქებდა რუსეთის პარლამენტარების კომენტარებს კრიპტოვალუტებთან და რეგუალციებთან დაკავშირებით.

სააგენტო განსაკუთრებით დაინტერესებული იყო რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების კომენტარებით, რადგან ეს ორგანო ქვეყანაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰერმან ნეგლიადმა სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მეთვალყურეები კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობენ:

”ბანკებმა უკვე გაამახილეს ყურადღება სავაჭრო ოპერაციების მიმართ. მათ უკვე დაიწყეს შეფასება და გვაცნობებენ ამ ოპერაციების შესახებ”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით 2021 წლის პირველ იანვარს ახალი კანონი ამოქმედდა. თუმცა ეს კანონმდებლობა პირდაპირ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, თუ როგორ უნდა “გაუმკლავდნენ” ადგილობრივი ოფიციალური პირები თავიანთ კრიპტო ქონებას.

არსებობს ორი იურიდიული ინიციატივა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნდა განაცხადონ კრიპტოვალუტის მფლობელის სტატუსის შესახებ.

განკარგულების თანახმად, რუსმა ჩინოვნიკებმა ან კერძო პირებმა, რომლებიც საჯარო თანამდებობის დაკავებას ცდილობენ საჯარო უნდა გახადონ როგორც თავისი ციფრული აქტივების, ასევე მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტების შესახებ ინფორმაცია.

ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ოფიციალურ პირებს რაიმე სახის კრიპტოვალუტის ფლობას უკრძალავს.

2020 წლის 28 დეკემბერს რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა საინფორმაციო წერილი, რომელშიც ოფიციალურ პირებს შეახსენა, რომ ისინი ვალდებულნი არიან ნებისმიერი ციფრული ვალუტის ფლობა 2021 წლის პირველ აპრილამდე შეწყვიტონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი