იაპონიის საფინანსო მომსახურების სააგენტომ შვიდ კრიპტოვალუტის ბირჟას “სადამსჯელო შენიშვნები” გაუგზავნა და დროებით შეუწყვიტა საქმიანობა.
სახელმწიფოს მიერ ბირჟების შემოწმება Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმას უკავშირდებოდა.
საფინანსო მომსახურების სააგენტომ ბიზნესის გაუმჯობესების ბრძანება გამოსცა სახელწოდებით, “სათანადო და საჭირო შიდა კონტროლის სისტემები”. შვიდი ბირჟა, მათ შორის Coincheck-ი მოიხსენიება, როგორც ფულის გათეთრების თავიდან აცილებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მხრივ, არასაკმარისი სისტემის მქონე ბირჟად.
კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები Bit Station და FSHO ერთი თვის განმავლობაში დახურული იქნება. საფინანსო მომსახურების სააგენტო იტყობინება, რომ Bit Station-ი მომხმარებლის ბიტკოინს პირადი მიზნებისთვის იყენებდა. ამიტომ, Bit Station-ს საქმიანობა დროებით აეკრძალა.
Coincheck-ზე თავდასხმის დროს NEM-ის საფულე გატეხეს, საიდანაც ჰაკერებმა 534 მილიონი დოლარი მოიაპრეს. ასეთი დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტის მოპარვა გამოიწვია იმ ფაქტზე, რომ საფულე არ იყო მაღალი უსაფრთხოების სისტემით დაცული.
Coincheck-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხმარებელს ზარალს აუნაზღაურებდა. როგორც ცნობილი გახდა, Coincheck-ი ზარალს ამ კვირის ბოლომდე აანაზღაურებს.
შეგახსენებთ, რომ Coincheck-ზე თავდასხმის შემდეგ, საფინანსო მომსახურების სააგენტომ იაპონიის ყველა კრიპტოვალუტის ბირჟას დაავალა, რომ წარედგინათ ანგარიშები რისკის მართვის სისტემის შესახებ.