Coinbase Ventures-ი მაინინგის სექტორში მნიშვნელოვან კაპიტალს აბანდებს

0
1466

Coinbase Ventures–მა, კრიპტო ბირჟის საინვესტიციო ჯგუფმა, მნიშვნელოვანი თანხა ჩადო Titan–ის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების შემქმნაში, რომელიც მიზნად ისახავს ბიტკოინის მოპოვებას.

Titan–ის განცხადებით, ინვესტიცია ხელს შეუწყობს კომპანიის პროდუქტების განვითარებას და გააუმჯობესებს ბიტკოინის მაინინგის კომპანიების ეფექტურობასა და მომგებიანობას.

Titan–ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რაიან კონდრონი ამბობს, რომ მაინინგი ჰობიდან ინდუსტრიად იქცა.

Titan-ი მომხმარებელს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს, რომელიც სპეციალურად აშშ–ში მოქმედი მაინერებისთვის არის განკუთვნილი.

კომპანიის განცხადების თანახმად, კვანძების ქსელი მაინერებს საშუალებას აძლევს უკეთესი კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნებში მომუშავე მაინინგის კომპანიებს.

ოფიციალური განცხადებიდან ჩანს, რომ Titan-ი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ქსელის გამართულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, აშშ-ში მაინინგი მნიშვნელოვან ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. ამის დასტურია კრიპტო კომპანია Bitmain-ის მაინინგის სასერთიფიკატო კურსების შემოღება, რომელიც აშშ-ში 2020 წლის მაისიდან მოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი