გრემის გამარჯვებული როკ ჯგუფი გულშემატკივრებისთვის PTM Coin-ს ქმნის

0
1051

გრემის ლაურეატი ამერიკული როკ ჯგუფი, “Portugal. The man-ი” გულშემატკივრებისთვის კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ ქსელს ავითარებს.

როგორც ცნობილია, PTM Coin-ი ფანებს საშუალებას მისცემს ექსკლუზიური წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა ღონისძიებასა და მათ შორის პირდაპირ სთრიმინგზე, ასევე ადრე გამოშვებულ და გამოუქვეყნებელ სიმღერებზეც.

ჯგუფი ამ საშუალებას თავისი ნამუშევრების გასავრცელებლად გამოიყენებს. ეს კი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გრემის ლაურეტმა არტისტმა კრიპტო პლატფორმა გამოიყენა.

PTM coin-ი მასპინძლობს Rally Network-ს, ციფრული აქტივების პლატფორმას, რომელიც აგებულია ეთერიუმის ქსელზე.

აღსანიშნავია რომ, გულშემატკივრებისთვის კრიპტო სიმბოლოების შემოღება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალტაზე დაფუძნებულმა კომპანიამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის დახმარებითაც, თითოეულ ახალ გამოშვებულ ტრეკს მოჰყვება გარკვეული რაოდენობის ბიტკოინი.

მსმენელებს კი მისი გადმოწერისას შეუძლიათ ისარგებლონ კრიპტოვალუტით, რადგან გადმოწერაში გადახდილი თანხის 50% უკან დაუბრუნდებათ ბიტკოინის სახით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი