12 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 12 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი წინა დღის პოზიციებს ინარჩუნებდა.

    ბიტკოინის კურსი დაახლოებით 0.85%-ით გაუმჯობესდა. საბოლოოდ კი, კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 6.354 დოლარზე დაფიქსირდა. რამდენიმე დღიანი დანაკარგის შემდეგ ბიტკოინის კურსმა კვლავ 6.300 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

    კვირის განმავლობაში, ბიტკოინის კურსის კლების მაჩვენებელი მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს, ხოლო თვის მანძილზე ბიტკოინის დანაკარგი კი 1%-ია.

    რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, კრიპტოვალუტის კურსი 210 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბიტკოინის ფასის მსგავსად ალტკოინის კურსმა უმაღლეს დონეს 7 ნოემბერს მიაღწია, რა დროსაც ეთერიუმის კურსმა 220 დოლარი შეადგინა. ბიტკოინის ფასი კი ამ დროს 6.530 დოლარს შეადგენდა.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მატების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, ხოლო თვის მანძილზე ალტკოინის მატების პროცენტული რაოდენობა 8.5-ია.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 212.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *