Coinbase-ზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

0
1110

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერებმა ციფრული ვალუტის ბირჟა Coinbase-ზე თავდასხმა განახორციელეს.

როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერებმა Coinbase–ის 6000 ანგარიშიდან კრიპტოვალუტები მოპარეს. თუმცა კომპანიას ამ დრომდე არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა თანხა იქნა მითვისებული.

ჰაკერებმა გვერდი აუარეს უსაფრთხოების პროტოკოლს, მრავლფაქტორიან ავტორიზაციას, ე.წ. MFA-ს და მოიპოვეს წვდომა ანგარიშებზე. ანგარიშებზე წვდომისათვის თავდამსხმელებმა იცოდნენ დაზარალებული მომხმარებლების ელ.ფოსტის მისამართი, პაროლი და ტელეფონის ნომერი.

გაურკვეველია, როგორ მოიპოვეს ჰაკერებმა ეს ინფორმაცია.

სავარაუდოდ, ჰაკერებმა Coinbase-ის სისტემური განახლების პროცესით ისარგებლეს, რა დროსაც უსაფრთხოების პარამეტრების განახლება და გაძლიერება მიმდინარეობდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ მომხმარებლებს საფულეებზე ორდონიანი უსაფრთხოების პარამეტრები დაეყენებინათ.

ეს კი სატელეფონო შეტყობინების დადასტურებას მოითხოვდა. სწორედ ამ დროს სერვერების დაჰაკვა მოხდა და ჰაკერებმა მიღებული კოდებით ორდონიანი უსაფრთხოების ველის გავლა მოახერხეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი