ბრაზილია კრიპტოვალუტით ჩადენილ დანაშაულზე სასჯელს გაამკაცრებს

0
1067

ბრაზილია კრიპტოვალუტით განხორციელებულ ფინანსურ დანაშაულებზე ჯარიმებს გაამკაცრებს.

ბრაზილიელი კანონმდებლები მუშაობენ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების შემუშავებისთვის, რომლის მიზანიც ფულის გათეთრების შემთხვევებზე სასჯელის გამკაცრებაა.

“ბრაზილიის დეპუტატთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამკაცრებს ჯარიმებს ფინანსურ დანაშაულებზე, სადაც ისეთი კრიპტოვალუტაა გამოყენებული, როგორიცაა ბიტკოინი”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კანონპროექტზე პალატის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. უახლესი მარეგულირებელი ცვლილებები არის კანონპროექტის 2303/15-ის ნაწილი.

ჯარიმის გარდა, კანონპროექტი, ასევე, თავისუფლების აღკვეთას სამიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.

დეპუტატი აურეო რიბეირო ხაზს უსვამს, რომ ახალი კანონპროექტი დაეხმარება სახელმწიფოს დაიცვას ბრაზილიელები კრიპტო თაღლითური სქემებისგან.

მან აღნიშნა, რომ რიო-დე-ჟანეიროში 300.000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა კრიპტოვალუტის ფინანსური პირამიდის სქემების გამოყენებით.

”რეგულაციის არარსებობის გამო, ხალხს არსად აქვს წასასვლელი. ბრაზილიაში ბაზარი წინ მიიწევს, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. ვიმედოვნებ, რომ ქვეყანაში აღარ იქნებიან თაღლითები, რომლებიც ტექნოლოგიას მილიონობით ბრაზილიელის მოტყუების მიზნით გამოიყენებენ“, – განაცხადა აურეო რიბეირომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი