დიდ ბრიტანეთში კრიპტო თაღლითობის შემთხვევებმა მოიმატა

0
1097

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა 300.000-ზე მეტი ყალბი ვებ-მისამართი დააფიქსირა, რომელიც მომხმარებელს ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებდა.

ამ საიტების ნახევარზე მეტი კრიპტოვალუტის ინვესტიციის თაღლითურ სქემას მიეკუთვნება.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადების თანახმად, ვებ-საიტი რეკლამირებისთვის საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს იყენებდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტებისა და ინტერნეტ რეკლამირების ასოციაცია ახალ სისტემას ქმნიდა, რათა ონლაინ თაღლითური რეკლამების გავრცელების საფრთხე მაქსიმალურად შეემცირებინა.

სისტემის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია კრიპტოვალუტების გამოყენებით თაღლითურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

დიდი ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ციფრული ვალუტის თაღლითური გამოყენებით საერთო ჯამში 197 მილიონი ფუნტი იქნა არაკანონიერი გზებით მითვისებული.

“თაღლითობის შეტყობინებების სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ უკანონო საქმიანობის გამოვლენასა და შეჩერებაში”,-აღნიშნა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გეი პარკერმა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ Google-ი და Facebook-ი თავის პლატფორმებზე სისტემას ფუნქციონირების საშუალებას მისცემდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი