სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ხუთ ახალ კრიპტოვალუტას ამატებს.
სავაჭრო პლატფორმაზე დაემატება: კარდანო, Basic Attention Token-ი, Stellar Lumens-ი, Zcash-ი, 0x-ი. გარდა ამისა, Coinbase-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირჟა მოლაპარაკებას აწარმოებს ადგილობრივ ბანკებთან და მარეგულირებლებთან, რათა აქტივებს საბანკო სფეროსთვისაც ლეგალური სტატუსი ჰქონდეს.
ივნისში Coinbase-მა განაცხადა, რომ ის ეთერიუმ Classic-ის დამატებას აპირებდა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის ფასი 25%-ით გაიზარდა.
ამასთანავე, კრიპტოვალუტის ბირჟა აღნიშნავს, რომ ზემოთჩამოთვლილი მონეტების დამატება ჯერ მხოლოდ განხილვის პროცესშია:
“ჩვენ შეიძლება შევძლოთ მხოლოდ გარკვეული საშუალებების გამოყენება ჩვენი საიტის მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა დეპოზიტების მხარდაჭერა და Zcash ტრანზაქციების გამჭვირვალობა”.
Coinbase-ის განცხადების თანახმად, ეს აქტივები უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს და ჯერ არ არის განსაზღვრული ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ეს მონეტები პლატფორმაზე. Coinbase ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი მონეტა ხელმისაწვდომი გახდება ყველგან, სხვები კი მხოლოდ კონკრეტულ იურისდიქციებში იქნებიან მხარდაჭერილი.