გერმანული ონლაინ ბანკი კრიპტო ვაჭრობას იწყებს

0
676

ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ფინანსური კომპანია, Neobank N26 კრიპტო ვაჭრობას ამ წლის ბოლოს დაიწყებს.

ბანკი აპირებს მსოფლიო ბაზარზე ციფრული ვალუტების ვაჭრობით გაფართოვდეს.

ევროპის მასშტაბით Neobank N26 ფინანასური ტექნოლოგიების მოხმარებაში თავიდანვე ჩაერთო. თუმცა გლობალურ ბაზარზე გასასვლელად რესურსები საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ბანკის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქს ტაიენტალმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღიარა, რომ ონლაინ ბანკს სჭირდება თავისი პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გაფართოვება. ამიტომ Neobank N26 მიზნად ისახავს 2022 წელს კრიპტოვაჭრობის ბიზნესის დაწყებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ბანკი არსებობს ონლაინ სივრცეში აპლიკაციების საშუალებით სერვისს მომხმარებელებს სთვაზობენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისათვის Neobank N26-ს აპლიკაციაში ის ფუნქციები არ დაუმატებია, რომელიც კრიპტო ვაჭრობისათვის არის საჭირო.

შეგახსენებთ, რომ Neobank N26-ს ბაზარზე 9 მილიარდი დოლარის შეფასება აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი