Blockchain სტარტაპმა დაფინანსების რაუნდში 61 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა

0
1285

Blockchain სტარტაპმა Chia Network-მა დაფინანსების რაუნდში 61 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა. ფინანსები Andreessen Horowitz-ისა და Richmond Global Ventures-ის დახმარებით შეგროვდა.

დეცენტრალიზებული “ჭკვიანი კონტრაქტის” პლატფორმა დაფინანსების რაუნდში დაახლოებით 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. დაფინანსების რაუნდს ასევე მხარს უჭერდა AngelList Naval Ravikant-ი, Breyer Capital-ი და True Ventures-ი. მართალია, შეგროვებული თანხა შეფასებასთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სტარტაპს განვითარებაში მაინც დაეხმარება.

”ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო შედარებით სწრაფი სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს მარეგულირებელ გარემოს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ვალუტა”,- აღნიშნა Bloomberg-თან საუბრის დროს Chia Network-ის პრეზიდენტმა და ფინანსურმა დირექტორმა, ჯინ ჰოფმანმა.

შეგახსენებთ, რომ Chia Network-ი 2017 წელს BitTorrent–ის შემქმნელის, ბრამ კოენის მიერ დაარსდა. 2018 წელს კი სხვადასხვა კრიპტოვალუტის კომპანიის შემოწირულობით 3,3 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი