პარიზის თამბაქოს მაღაზიებმა ბიტკოინით ვაჭრობა დაიწყეს

0
1726

პარიზის რამდენიმე თამბაქოს მაღაზიაში ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტით უკვე შესაძლებელია. მიუხედავად მარეგულირებლის გაურკვეველი პოზიციისა, მაღაზიები კრიპტოვალუტით ვაჭრობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიტკოინის ყიდვა პარიზის ექვს თამბაქოს მაღაზიაში შეიძლება. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ფრანგული ჟურნალი Capital-ი. სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებობს 24 მაღაზია, რომელიც ამჟამად Keplerk-ის ექსპერიმენტში მონაწილეობს. Keplerk-ი ფრანგული კრიპტოვალუტის საფულის პროვაიდერია.

Capital-ის თანახმად, მომხმარებელს ბიტკოინის შეძენა ევროთი შეუძლია. შეძენის შემდეგ თამბაქოს მაღაზია მომხმარებელს აძლევს ბილეთს, რომელიც არის დანომრილი და კოდირებული, რომლის გამოყენებაც მხოლოდ Keplerk-ის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. სტატიაში წერია, რომ Keplerk-ი ყოველ საკომისიოზე 7% იღებს, 1.25% კი თამბაქოს მაღაზიას რჩება.

Keplerk-ის თანადამფუძნებელმა ადილ ზახარმა, რომელიც ექსპერიმენტს უჭერს მხარს, მედიასთან განაცხადა, რომ პროექტი თებერვალში უფრო სრულმასშატბიანი გახდება და ის 6.500 თამბაქოს მაღაზიას მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თამბაქოს ფედერაციამ ნოემბერში ნებართვა მიიღო თამბაქოს ბიტკოინით გაყიდვაზე. თამბაქოს კრიპტოვალუტით გაყიდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი