ბრიტანული გადახდის კომპანია Checkout.com Libra-ს ასოციაციაში გაწევრინდა.
კომპანია ასოციაციის 24-ე წევრი გახდა, რომელიც მზად არის უკეთესი გლობალური გადახდის ქსელის შესაქმნელად.
Checkout.com-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია Libra-ს მცდელობას უერთდება ხელი შეუწყოს როგორც ტექნოლოგიურ წინსვლას, ასევე წვლილი შეიტანოს მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებაში.
აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მარეგულირებელი სისტემის გარეშე ტექნოლოგიური განვითარება შეუძლებელია.
”რეგულაცია უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი შედეგის განუყოფელ ნაწილს. იმის გათვალისწინებით, რომ რეგულაციის უნიკალური შესაძლებლობაა ეკოსისტემის დაცვა რეგულაციის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა Checkout.com-ის დირექტორმა.
Checkout.com– ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Facebook-ის Libra-ს ასოციაციას შეურთდა, რადგან ციფრული ვალუტის პროექტს შეუძლია მილიონობით ადამიანის დახმარება, მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება.
კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ Libra-ს პრინციპები შეესაბამება Checkout.com–ის მისიას, იპოვოს საშუალება, რომლის დახმარებითაც ფინანსურ სერვისებთან ურთიერთობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.