ეთერიუმის კურსი გაუმჯობესებას განაგრძობს

0
1093

7 აგვისტოს, დღის ბოლოს, ეთერიუმმა 3,000 დოლარის ნიშნულს პირველად მიაღწია. ამის შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინი 3.000 დოლარის დონეს სტაბილურად ინარჩუნებს.

გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 3.164 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 3,236 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 2.984 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 3.043 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 18.23%-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათის მანძილზე კი ეთერიუმის კურსი 3%-ით გაუმჯობესდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საბაზრო ღირებულება ჯერ ახლოსაც არ არის პირველობასთან მიმდინარე ტემპის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმს აქვს დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 380 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი