სეულში სამართალდამცავებმა კრიპტოვალუტის ბირჟები შეამოწმეს

0
776

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეულის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ კრიპტოვალუტის ბირჟების მოკვლევა დაიწყო.

აღნიშნული ბირჟებია: Upbit-ი, Bithumb-ი, Coinone-ი, Korbit-ი და Gopax-ი. სამხრეთ კორეის პროკურორებმა Terraform Labs-ის გამოძიების ფარგლებში განახორციელეს მოკვლევა. ამის საფუძველზე კი 15-მდე ციფრული ვალუტის ბირჟა შეამოწმეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება News1 Korea ავრცელებს. ხელისუფლებამ მოიპოვა მონაცემები TerraUSD (ყოფილი UST) და Terra (LUNA) – ახლა Luna Classic (LUNC) – ტრანზაქციებთან დაკაშირებით, რომლებშიც დაახლოებით 200,000 კორეელმა ინვესტორმა განიცადა ზარალი მაისში ტოკენების ფასის მკვეთრი გაუფასურებისა და შემდგომი კოლაფსის შემდეგ.

Terra-ს და UST-ის ზოგიერთმა მსხვერპლმა სასამრთლოში სარჩელი შეიტანეს. აღნიშნული სარჩელი გულისხმობს ბრალდებას თაღლითობის შესახებ Terraform Labs-ისა და მისი თანადამფუძნებლის დო კვონის წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ 100-ზე მეტ ადამიანს მიადგა რვა მილიონზე მეტი ზარალი.

ქვეყნის კანონმდებლებმა ასევე მოუწოდეს დო კვონს საპარლამენტო მოსმენაზე წარდგენილიყო და გაეკეთებინა განცხადება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი