ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლის აღმასრულებელი დირექტორი ბრიტანეთის ფინანსურ მაკონტროლებელ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.ეშლი ალდერი, ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს შემდეგი თავმჯდომარე გახდება.ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში, გაერთიანებული სამეფოს ხაზინამ აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვრიდან ალდერი ქვეყნის ფინანსური დამკვირვებლის თავმჯდომარედ მოევლინება საზოგადოებას. ის FCA-ს...
Web3-ის გამოწერისა და ბილეთების შეძენის პროვაიდერმა პლატფორმა Revuto-მ განახლებული გამოწერის მოდელის გამოშვება გამოაცხადა, რომელიც Netflix-სა და Spotif-ს მოემსახურება.ეს კი NFT-ის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.Revuto-მ განაცხადა, რომ ახალი შეთავაზება Netflix-სა და Spotify-ისთვის უვადო გამოწერის პრინციპზე იმუშავებს მისი Revolution NFT-ის მეშვეობით.სულ 10,000 მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ უნიკალური გამოწერის...
კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარე კრიზისმა კრიპტომომპოვებელი კომპანია Compass Mining-ი აიძულა, რომ თანამშრომლების 15% სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.ორგანიზაციაში დარჩენილ თანამშრომლებს, მათ შორის ხელმძღვანელებს კი, ხელფასი შეუმცირდათ.აღმასრულებელი დირექტორის უიტ გიბსის და მთავარი ფინანსური ოფიცრის ჯოდი ფიშერის გადადგომიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება, შეამციროს სამუშაო ძალა რთული ბაზრის პირობების გათვალისწინებით, გამოაცხადა.ტექნოლოგიების მთავარმა...
ცოტა ხნის წინ ბიტკოინის მაინინგ კომპანია Mawson Infrastructure Group-მა განაცხადა, რომ ის აჩერებს ძირითად კაპიტალურ ხარჯებს ბაზრის პირობების ნორმალიზებამდე.გარდა ამისა, კომპანია ნებაყოფლობით ამცირებს ენერგიის მოხმარებას, რომელსაც ასევე უწოდებენ მოთხოვნაზე რეაგირებას, ბაზრის გაყიდვისა და ინფლაციის გამო ელექტროენერგიის მაღალი ფასების გათვალისწინებით.Mawson-მა მიიღო Canann A1246 ASIC Bitcoin Miners-ის საბოლოო გადაზიდვა...
ბიტკოინის მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-მა გაუმხილა საზოგადოებას, რომ კომპანიის 75% გამორთულია მას შემდეგ, რაც 11 ივნისს მონტანას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს.კომპანიის განცხადებში ნათქვამია, რომ ქალაქ ჰარდინში მდებარე ელექტროენერგიის გამომუშავებელ საწარმოს 11 ივნისის ქარიშხლის შემდეგ არ გაუნუახლებია მაინინგ კომპანიისათვის საჭირო ენერგიის მიწოდება, რამაც მაინინგის ჯაჭვში 75 პროცენტიანი შემცირება...
Sky Mavis-მა, პოპულარულმა Play-to-Earn (P2E) NFT თამაშის დეველოპერმა - Axie Infinity-მა განაცხადა, რომ Ronin bridge-ი ონლაინში ბრუნდება.როგორც ცნობილია, აღნიშნული პლატფორმა სამი თვის წინ გატეხეს ჰაკერებმა, რად დროსაც 600 მილიონი დოლარის მოპარვა შეძლეს.Ronin bridge არის Ethereum sidechain-ი, რომელიც აგებულია Axie Infinity-სთვის და ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ ტრანზაქციები...
Choate Hall & Stewart LLP-ის იურისტების განცხადებით, კრიპტოვალუტის ირგვლივ მარეგულირებელმა გაურკვევლობამ შექმნა „ნაყოფიერი გარემო“ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისა და აღსრულებისთვის.კვირის დასაწყსიში Law360-ზე გამოქვეყნებულ ანალიზში Choate Hall & Stewart LLP-ის იურისტები, მათ შორის მაიკ გასი, დიანა ლოიდი და ალექს ბევანსი, ხაზგასმით აღნიშნავენ და ამტკიცებენ იმას, რომ არსებული კანონები გამოიყენება კრიპტოვალუტის...
აიოვას მარეგულირებელმა კრიპტოკრედიტის პლატფორმა BlockFi არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისათვის დააჯარიმა.სამი კვირის შემდეგ კი სწორედ ახლა ამ კრიპტო კომპანიამ შტატის მარეგულირებლისაგან მიიღო ლიცენზია ფულადი სახსრების მომსახურების გასაწევად.ლიცენზია საშუალებას მისცემს კრიპტოკრედიტორს მიიღოს ფული და გაყიდოს გადახდის ინსტრუმენტები შტატში. BlockFi-მ Twitter-ზე განაცხადა, რომ ის თავისი სერვისების მიწოდებას სტაბილკოინების ვაჭრობით...
Anchorage Digital-ი არის სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ციფრული პლატფორმა.Anchorage-მა განაცხადა თავისი განზრახვა დანერგოს ETH staking-ი, როგორც ჯილდოს გამომუშავების პრაქტიკა Ethereum-ის Blockchain ტრანზაქციის ვალიდატორის როლისთვის.Ethereum ქსელი დიდი ხანია საზოგადოებას ჰპირდება, რომ სამუშაოს დადასტურებიდან (PoW) მტკიცებულების ფსონის (PoS) პროტოკოლზე გადასვლა სულ მალე მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული შესაძლებლობა ეთერიუმის მიზნამდე კიდევ ერთი...
კრიპტოვალუტის სარისკო კაპიტალის კომპანია Three Arrows Capital (3AC) გაურკვევლობაში აღმოჩნდა.ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლომ, კვირის დასაწყისში სინგაპურში მოქმედი 3AC-ის ლიკვიდაცია გასცა. ამის შესახებ ბრიტანულმა საინფორმაციო მედია საშუალება Sky News-ის სააგენტომ განაცხადა.Three Arrows Capital-ი, ასევე ცნობილი როგორც 3AC, არის სინგაპურის კრიპტო ჰეჯ-ფონდი, რომელიც 2012 წელს კაილ დევისისა და სუ ჟუს მიერ...