Revuto NFT-ის გამოყენებას იწყებს

    Web3-ის გამოწერისა და ბილეთების შეძენის პროვაიდერმა პლატფორმა Revuto-მ განახლებული გამოწერის მოდელის გამოშვება გამოაცხადა, რომელიც Netflix-სა და Spotif-ს მოემსახურება.

    ეს კი NFT-ის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

    Revuto-მ განაცხადა, რომ ახალი შეთავაზება Netflix-სა და Spotify-ისთვის უვადო გამოწერის პრინციპზე იმუშავებს მისი Revolution NFT-ის მეშვეობით.

    სულ 10,000 მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ უნიკალური გამოწერის მეთოდით. დინო ივანკოვიჩმა, Revuto-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა განმარტა, თუ როგორ შეიძლება გამოწერებზე დაფუძნებული NFT-ი გახდეს დამოუკიდებელი ეკოსისტემა:

    “ჩვენ მიზნად ვისახავთ მომხმარებლებს მეტი კონტროლის უფლება მივანიჭოთ. NFT ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ თავიანთი გამოუყენებელი გამოწერების მონეტიზაცია სხვებისთვის გაგზავნით ან გაყიდვით”.

    NFT-ებით ვაჭრობა შესაძლებელია კრიპტოვალუტის ბირჟებზეც, რაც ამ ტიპის NFT-ების მეორადი ბაზრის ზრდის საშუალებას იძლევა.

    მას შემდეგ, რაც NFT-ს მფლობელი შეეცვლება, ძველი მომხმარებლის ციფრული სადებეტო ბარათი გაუქმდება და ახალ მფლობელს მიეწოდება ახალი სადებეტო ბარათი.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *