Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა ბიტკოინს ბოდვა უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინი მხოლოდ შარლატანებს იზიდავს.ამის შესახებ Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა.უნდა აღინიშნოს, რომ ბაფეტი ცნობილი ბიტკოინის კრიტიკოსია. ინტერვიუდან როგორც გამოირკვა, მას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ შეუცვლია.საუბრისას ბაფეტმა ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინს არ გააჩნია...
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. პრეზიდენტმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პარიზში 56-ე საერთაშორისო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე.ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.მაკრონმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს ერთიანობისკენ, რათა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან კონკურენციის გაწევა შესძლონ. მაკრონმა სოფლის მეურნეობის ევროკავშირის საერთო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი.საფრანგეთის...
ორშაბათს, 25 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასებმა 7%-დან 17%-მდე დაიკლო.ბიტკოინის კურსი 8%-ით შემცირდა. ამის შემდეგ ციფრული ვალუტის კურსმა მერყეობა 3.836 დოლარის ფარგლებში დაიწყო.უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ვარდნა 4.210 დოლარიდან დაიწყო. თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ ბევრი მცდელობის შემდეგ ბიტკოინმა 4.000 დოლარის ზღვარი დასძლია. ანალიტიკოსები ფასების...
ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებას ერთთვიანი ვადა მისცა, რათა ციფრული ვალუტის მარეგულირებელი სტრუქტურა ჩამოაყალიბოს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.თუ ინდოეთის მთავრობა არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემის შექმნას ოთხი კვირის განმავლობაში მაშინ უზენაესი სასამართლო საკუთარ განაჩენს გამოიტანს.25 თებერვალს გამართულ მოსმენაზე სასამართლომ "ინდოეთის გაერთიანებას" კრიპტოვალუტის რეგულაციის განსახორციელებლად ბოლოჯერ მისცა შანსი.ამის...
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ციფრული ვალუტის, ელ-გრივნის საპილოტე პროექტი დაასრულა.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.უკრაინის ეროვნულმა ბანკმა პილოტზე მუშაობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო."გასული წლის ბოლოს დავიწყეთ საპილოტე პროგრამაზე მუშაობა. დღეს კი საშუალება გვაქვს ვნახოთ შედეგი, რათა შევაფასოთ ელ-გრივნის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები",-განაცხადა ეროვნული ბანკის გადახდის ქსელების ხელმძღვანელმა...
ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი მარეგულირებელი წესები გამოაქვეყნა.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ შემოთავაზებული წინა პროექტი უფრო მეტად იყო კრიპტოვალუტის ბირჟების ლიცენზირების საკითხისკენ მიმართული.ახალი რეგულაციის სისტემა კი გარდა ლიცენზიისა, რისკების მართვას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო...
ლიხტენშტეინში დაფუძნებული ბანკი Frick-ი ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას ხსნის.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ბანკის განცხადებით, პლატფორმა უზრუნველყოფს ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის სავაჭრო გარემოს შექმნას."ჩვენს კლიენტებს თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობას ვთავაზობთ. მეორე მხრივ კი, სავაჭრო პლატფორმა ევროკავშირის მარეგულირებელი სტრუქტურას მთლიანად ემორჩილება",-განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი ვოგერერმა.უნდა აღინიშნოს, რომ ლიხტენშტეინი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური...
კვირას, 24 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრ ცვლილებებს განიცდიდა. გუშინ დაფიქსირებული ფასების მატების შემდეგ ციფრული ვალუტების კურსი შემცირდა.ბიტკოინის ფასი 4.150 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 3.900 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.CoinMarketCap-ის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 5%-ით შემცირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი კვირის დასაწყისში დაფიქსირებულ კურსზე მაღალია.რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია 14.5...
მალტაში ყველა საგანმანათლებლო სერთიფიკატი Blockchain ტექნოლოგიაზე შეინახება.ამის შესახებ ადგილობრივი ინგლისურენოვანი გამოცემა იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპილოტე პროგრამა ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საგანმანათლებლო სერთიფიკატებში იგულისხმება, როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო სერთიფიკატები.ინფორმაციის მიხედვით, მალტის მთავრობამ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Learning Machine-თან, რომელსაც აღნიშნული საპილოტო პროექტის შესრულება ევალება.ხელმოწერის...
შაბათს, 23 თებერვალს ციფრული ვალუტების ფასები მნიშვნელოვნად შეიცვალა. კრიპტოვალუტების კურსი სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევს.ბიტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამ ეტაპისთვის ციფრული ვალუტის კურსი 4.164 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.ამჟამად, მიმდინარე ფასის მაჩვენებელი 8%-ით მეტია, ვიდრე ეს კვირის დასაწყისში იყო.რაც შეეხება ეთერიუმს:...