აზერბაიჯანში კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის შესახებ კვლევითი ცენტრი იქმნება

0
1854

აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რომელიც გაზითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით არის მდიდარი, კრიპტოვალუტის მიმართ შედარებით კონსერვატული პოზიცია უჭირავს.

დეკემბერში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ელმან რუსტამოვმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები არ განიხილება ლეგალურ გადახდის საშუალებად. მან ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ინვესტიციისთვის საშიში ინსტრუმენტი იყო და აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა რეგულაციებს უნდა ემორჩილებოდეს.

მიუხედავად ამისა, ამ თვის დასაწყისში, კრიპტო სექტორის წარმომადგენლებმა შექმნეს ახალი ასოციაცია, სახელწოდებით “კრიპტოვალუტის ბაზარისა და Blockchain ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების ცენტრი.”

ცენტრის ძირითადი საქმიანობა იქნება საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რეგულაციასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

ცენტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს კორპორატიული და საბანკო სექტორში Blockchain ტექნოლოგიების დანერგვასა და პირველადი მონეტარული შეთავაზებით (ICO) დაფინანსებული პროექტების მხარდაჭერაზე. ასევე იგეგმება ცენტრის წარმომადგენლების უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ქვეყნის საგადასახადო ორგანო იუწყება, კრიპტოვალუტის ტრანზაქციები აზერბაიჯანში დაბეგვრას ექვემდებარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი