უკრაინა ელექტრონულ ვალუტას ქმნის

0
2014

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ციფრული ვალუტის, ელ-გრივნის საპილოტე პროექტი დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა პილოტზე მუშაობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.

“გასული წლის ბოლოს დავიწყეთ საპილოტე პროგრამაზე მუშაობა. დღეს კი საშუალება გვაქვს ვნახოთ შედეგი, რათა შევაფასოთ ელ-გრივნის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები”,-განაცხადა ეროვნული ბანკის გადახდის ქსელების ხელმძღვანელმა და ინოვაციური ზრდის განყოფილების უფროსმა ალექსანდრ იაბლუნივსკიმ.

ამ ეტაპზე ბანკი ელ-გრივნის გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავს.

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების პარალელურად ჩვენც გამოვუშვებთ ნაციონალურ ციფრულ ვალუტას”,- იქვე დაამატა ალექსანდრ იაბლუნივსკიმ.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ასევე დააკონკრეტა, რომ ელ-გრივნა კრიპტოვალუტასთან არ უნდა იყოს გაიგივებული.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიპტოვალუტაზე. ეს არის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ელექტრონული ვალუტა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ცენტრალიზებული ისე, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის გამოყენებით”,- აღნიშნა ალექსანდრ იაბლუნივსკიმ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელი დეპუტატები კვლავაც ცდილობენ კრიპტოვალუტისთვის ადეკვატური კანონმდებლობის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი