ინდოეთის სასამართლომ ხელისუფლებას მარეგულირებელი სისტემის მისაღებად კონკრეტული ვადა მისცა

0
1756

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებას ერთთვიანი ვადა მისცა, რათა ციფრული ვალუტის მარეგულირებელი სტრუქტურა ჩამოაყალიბოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თუ ინდოეთის მთავრობა არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემის შექმნას ოთხი კვირის განმავლობაში მაშინ უზენაესი სასამართლო საკუთარ განაჩენს გამოიტანს.

25 თებერვალს გამართულ მოსმენაზე სასამართლომ “ინდოეთის გაერთიანებას” კრიპტოვალუტის რეგულაციის განსახორციელებლად ბოლოჯერ მისცა შანსი.

ამის შემდეგ კი სასამართლო შეწყვეტს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვას, მათ შორის ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადებების.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს ინდოეთის უზენაეს სასამართლოში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობდა.

მრავალჯერადი შეფერხების შემდეგ სასამართლომ საბოლოოდ გამართა მოსმენა კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელი ინდოეთის კრიპტო საზოგადოებამ ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ შეიტანა.

საქმე ეხებოდა ინდოეთის ცენტრალური ბანკის წინადადებას, რომელიც ქვეყანაში მოღვაწე ბანკებს კრიპტოვალუტის სფეროსთან ყველანაირი სახის ურთიერთობას უკრძალავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი