Facebook-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პოლიტიკას გადახედა და გადაწყვიტა, რომ ციფრული ვალუტის რეკლამა კვლავაც დაუშვას.განცხადების თანახმად, კომპანია უკვე ეძებს გზას, რათა დახვეწოს სისტემა, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება."26 ივნისიდან ჩვენ ვიღებთ კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამას, მაგრამ პირველად მონეტარულ შეთავაზებაზე (ICO)...
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესახებ გავრცელებული ხმები უარყვეს.სიდნეისში, ავსტრალიის ბიზნეს-ეკონომისტების გამართულ ფორუმზე ავსტრალიის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ტონი რიჩარდსმა განაცხადა, რომ ავსტრალიის მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსებს ხარჯავს კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის კვლევებში."ეს არ არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის, მაგრამ ეს არის ის, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ",-...
კანადაში საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რეკომენდაცია გაუწიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს Blockchain-თან დაკავშრებულ რეგულაციის საკითხებზე.კანადის საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანიზაცია არის არაკომერციული თვითმმართველობის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას და, ამასთანავე, ზრუნავს ინვესტორების დაცვაზე.ორგანიზაციის ხედვისა და პრიორიტეტების ნაწილი მომავალი წლისთვის Blockchain-სა და კრიპტოვალუტასთან...
რვა მსხვილმა საფინანსო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ერთობლივი ძალებით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას იწყებენ, რომლის მიზანიც ფინანსური გარანტიების უზრუნველყოფაა.ამის შესახებ ესპანური გამცემა el Economista წერს.ესპანეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ, საფონდო ბირჟის ოპერატორმა BME-მ და შვიდმა ბანკმა წარმატებით შეიმუშავს კონცეფცია, რომელიც 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა საბანკო გარანტიის რეგისტრაციის...
იაპონიის ფინანსთა მინისტრს ეჭვი ეპარება, რომ საზოგადოება კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს დაეთანხმება.სენატორი ფუჯიმაკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ტარო ასოს ჰკითხა, რომ შესაძლებელი იყო თუ არა, რომ კრიპტოვალუტის ტრანზაქცების დაბეგვრა განცალკევებით მომხდარიყო და არ ყოფილიყო შერეული ტრადიციულ შემოსავლებთან.პრემიერ-მინისტრის თქმით, დაბეგვრის საკითხი ჯერჯერობით მსჯელობის საგანია.მიმდინარე საგადასახადო განაკვეთი კრიპტოვალუტის ტრანზაქციისთვის მაქსიმუმ 55%-იან...
უკრაინის კომუნიკაციისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ უწყება კრიპტოვალუტის მაინინგის რეგულირებას არ გეგმავს.უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურის BRDO-ის საპასუხოდ მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ არ აქვთ განზრახული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ლიცენზიების შემოღება.BRDO არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას და ეფექტური რეგულაციების დაწესებას.BRDO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ...
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ეკონომიკური მრჩეველი და კვლევის ხელმძღვანელი ჰან სონგ შაინის განცხადებით, კრიპტოვალუტა აქციებისა და ობლიგაციების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.ამის შესახებ Business Times-ი იტყობინება.24 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შაინმა აღნიშნა:"თუ ადამიანები გადაიხდიან ტოკენს ფინანსურ მოგების მიზნით, მაშინ სავარაუდოდ ის უნდა ჩაითვალოს...
Silicon Valley-ზე დაფუძნებული კომპანია Andreessen Horowitz-ის პარტნიორი ქეით ჰონი კრიპტოვალუტის სივრცეში პირველი ქალი ინვესტორია, რომელიც კრიპტოვალუტის ფონდისთვის 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.ჰონი ასევე არის Coinbase-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. მანამდე კი, 10 წლის განმავლოვაში ფედერალურ პროკურორად მუშაობდა. მის სამუშაოში შედიოდა ციფრული აქტივები და კრიპტოვალუტის სტარტაპების ირგვლივ არსებული კანონდარღვევების საქმეები....
25 ივნისი, კრიპტოვალუტის ფასის დაცემის შემდეგ, ორშაბათი დღე, კურსის აღდგენის დღედ შეიძლება იყოს მიჩნეული.ამ ეტაპზე, ბიტკოინის ღირებულება, დაახლოებით, 6.270 დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა, დაახლოებით, 1.3%-ით მოიმატა.გუშინ, 24 ივნისს, ბიტკოინმა 2018 წლის განმავვლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. კრიპტოვალუტა 5.833 აშშ დოლარი ღირდა.უნდა...
ჩარლზ ჰოსკინსონმა, რომელიც კარდანოს თანადამფუძნებელია Twitter-ზე დაპოსტა, რომ Wall Street-ის შესვლა კრიპტოვალუტის სფეროში სექტორს ტრილიონობით დოლარის მიგებას მოუტანს.Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კარდანო, ამჟამად, მე-8 ადგილზეა. ამ ეტაპზე კი, კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია დაახლოებით, 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰოსკინსონს კომენტარებში დაუწერა თუ რას ნიშნავდა "კრიპტოვალუტის საზოგადოების აშენება" ჩარლზ ჰოსკინსონმა...