რვა მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს

0
3468

რვა მსხვილმა საფინანსო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ერთობლივი ძალებით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას იწყებენ, რომლის მიზანიც ფინანსური გარანტიების უზრუნველყოფაა.

ამის შესახებ ესპანური გამცემა el Economista წერს.

ესპანეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ, საფონდო ბირჟის ოპერატორმა BME-მ და შვიდმა ბანკმა წარმატებით შეიმუშავს კონცეფცია, რომელიც 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა საბანკო გარანტიის რეგისტრაციის უზრუნველყოფას გულისხმობს, რასაც არსებულ პირობებში ერთი კვირა მაინც სჭირდება.

გარანტიები განისაზღვრება როგორც დერივატები, რომლებიც გარანტიის ვადის გასვლამდე გარკვეული ფასით გაყიდვის უფლებას იძლევა.

ესპანეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია აღნიშნავს, რომ ის გააგრძელებს კვლევას Blockchain ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე გამოყენებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკები მსოფლიოში აკვირდებიან Blockchain ტექნოლოგიას, ყველა ბანკი ამ ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი.

გასულ კვირას, Banco Bilbao Vizcaya Argentaria-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია გაუაზრებელია.

თუმცა, ზოგიერთმა ბანკმა მომსახურების სფეროში აქტიურად ჩართო Blockchain ტექნოლოგია. აპრილში Santander-მა რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებული საგადახდო ქსელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი