კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1521

ამ კვირაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის სამიზნე ფასი კვლავ 13.973 აშშ დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის კურსი 12.304-სა და 13.156 დოლარს შორის იმოძრავებს. ექსპერტების თქმით, კრიპტოვალუტა ამ ზღვრის გადალახვას შესძლებს და 14.000 დოლარამდე გაზრდის კურსს.

ანალიტიკოსების ვარაუდის საწინააღმდეგოდ, თუ ბიტკოინის ფასი კლებას დაიწყებს მოსალოდნელი დონე 9.080 დოლარი იქნება. თუმცა, თუკი ბიტკოინის კურსი უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასმა 7.451 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსის მოსალოდნელი დონე 235 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტა ამ დონეს ვერ მიუახლოვდება შეიძლება, ეთერიუმის ფასმა 320 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი მაშინ შეიცვლება თუ კურსი 163 დოლარამდე შემცირდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის კლების შემთხვევაში 160 დოლარის დონე შეინარჩუნონ.

რიპლი

რიპლის კურსის სამიზნე ნიშნული 0.34 დოლარია. თუკი ალტკოინის ფასი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 0.78 დოლარია. თუმცა მანამდე შესაძლებელია, რომ კურსმა 0.34-სა და 0.37 დოლარს შორის იმოძრაოს.

ფასის კლების დროს კი მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.24 აშშ დოლარამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ტრეიდერებს ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 360 დოლარის ქვემოთ არის ჩამოსული. თუკი ალტკოინი ზრდას დაიწყებს 360 დოლარი ნამდვილად არის ფასის მატების უტყუარი ნიშანი.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია კლების ტენდენციაც. ამიტომ ექსპერტები ტრეიდერებს ინვესტიციის განხორციელებას მაშინ ურჩევენ, როცა ფასი ზრდას დაიწყებს.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 76 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი ალტკოინი ამ ნიშნულს ასცდება მოსალოდნელი დონე 81 დოლარი იქნება.

თუკი კრიპტოვალუტამ ეს ნიშნულიც დასძლია, მაშინ შესაძლოა, რომ ფასი 106 დოლარამდე გაიზარდოს. ლაიტკოინის კურსის შემცირების დროს კი მოსალოდნელია, რომ ფასმა 67 დოლარამდე დაიკლოს.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი