Facebook-ზე კრიპტოვალუტის რეკლამის განთავსება კვლავ შესაძლებელი იქნება

0
1746

Facebook-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პოლიტიკას გადახედა და გადაწყვიტა, რომ ციფრული ვალუტის რეკლამა კვლავაც დაუშვას.

განცხადების თანახმად, კომპანია უკვე ეძებს გზას, რათა დახვეწოს სისტემა, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება.

“26 ივნისიდან ჩვენ ვიღებთ კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამას, მაგრამ პირველად მონეტარულ შეთავაზებაზე (ICO) რეკლამას კვლავაც ვკრძალავთ”,-აღნიშნულია Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში.

Facebook-ზე რეკლამის განთავსების მსურველები გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. პირველ რიგში, რეკლამის განმცხადებლებს ევალებათ, წარმოადგინონ ლიცენზია, ასევე ვაჭრობენ თუ არა ისინი საფონდო ბირჟაზე და ასევე სხვა სახის ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ.

კომპანია, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს Facebook-ი აცხადებს, რომ თავისუფლად შეეძლება რეკლამის განთავსება. Facebook-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია აუცილებლობის შემთხვევაში გააგრძელებს კრიპტოვალუტის შესწავლას, რადგან სურს ამ მიმართულებით განავითაროს ახალი სარეკლამო პოლიტიკაც.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ი პირველი სოციალური ქსელი იყო, რომელმაც ამ წლის იანვარში კრიპტოვალუტის რეკლამა აკრძალა. რეკლამის აკრძალვის მიზეზად დასახელდა, რომ გამოვლინდა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისა და მოტყუების ისეთი ფაქტები, რომლებიც დაკავშირებული იყო კრიპტოვალუტასთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი